среда, 9 июня 2010 г.






1.პროექტის დასახელება :მინი–კალათბურთის დანერგვა სკოლაში.
2.პროექტის მოკლე აღწერა :მინი–კალათბურთი კალათბურთის მომზადების სისტემაში ერთი საფეხურთაგანია, რომელიც იძლევა მშვენიერ შესაძლებლობებს მოზარდ სპორცმენთა შერჩევისა და შემდგომ უფრო კონკრეტული და სისტემატური მეცადინეობებისათვის.

3.პროექტის სრული აღწერა :დღეს მინი–კალათბურთმა მოიპოვა ფართო აღიარება და ვითარდება ბევრ ქვეყანაში. მინი–კალათბურთი შეიძლება და უნდა გახდეს უმცროს კლასელთა საყოველთაო ფიზიკური მომზადების საუკეთესო საშუალება. თამაში ანვითარებს არა მხოლოდ სისწრაფეს , მიქნილებას,გამძლეობას, არამედ ნებისყოფასა და დისციპლინას.შეჯიბრებებს მინი–კალათბურთში აქვს აღნზრდელობითი ნმიშვნელობა,ამიტომ შეჯიბრებები მინი–კალათბურთში არ უნდა გადაიქცნენ თვითმიზნად.არ არის მიზანშეწონილი წინა პლანზე მხოლოდ გამარჯვებების მიღწევის წამოწევა.
4.მონაწილეთა ასაკი :I-VI კლასი
5.ვადების ხანგძლიობა : მთელი სასწავლო წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობა :მოსწავლეებს ,რომლებიც ემზადებიან მინი–კალათბურთის ჯგუფებში,უნდა გავაცნოთ მათთვის მისაღებ ფორმებში კალათბურთის ისტორია,ჰიგიენის ძირითადი პრინციპებს, თამაშის წესებს.
7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები :სისტემამატური სასწავლო–საწვრთნელი მუშაობა, ბავშვების მონაწილეობა შეჯიბრებაში,ტექნიკის ილეთების შესრულებაში,ფიზიკური მომზადება და ბოლოს , თვით მინი–კალათბურთის შეჯიბრებებში –ყველაფერი ეს ხელს აძლევს მწვრთნელს გამოარჩიოს საუკეთესოები,მიზანსწრაფულები,დისციპლინირებულები,ნამდვილად შეყვარებულები კალათბურთზე.მწვრთნელმა უნდა მიიღოს ჯგუფებში ყველა! ფართოდ გაუღოს კალათბურთის დარბაზის კარი ყველა მსურველს!
8.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი :მუშაობა ჯგუფის დაკომპლექტებაზე მოითხოვს საყოველთაო ძალისხმევას . მარტო მუშაობა მწვრთნელისთვის,უდავოდ, ძნელია ,სკოლის მასწავლებლის, მშობლების,ფიზკულტურის აქტივის დახმარების გარეშე.
9.სამუშაო ენა :ქართული.
10.კავშირი სხვა სკოლებთან: მინი–კალათბურთი I-VI კლასებში უნდა გახდეს ფიზიკური აღზრდის აუცილებელი ნაწილი და დაიკავოს სკოლის პროგრამებში ღირსეული ადგილი. ყველა სკოლებში უნდა იყოს მინი–კალათბურთის ჯგუფები და გუნდები.ამით მოიგებს არა მხოლოდ კალათბურთი, არამედ სპორტის სხვა სახეობებიც.
11.პროექტის ფასილიტატორი :მასწავლებელი და მოსწავლეები.
12.ekabandzava@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი:www.ekabandzava.blogspot.com